ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ტანდაბლობა

            

  ექიმი ყოველი ვიზიტის დროს  აწონვასთან ერთად ზომავს ბავშვის  სიმაღლეს  და მიღებულ მაჩვენებლებს  ადარებს  იმავე  სქესისა და ასაკის ბავშვთა სიმაღლის სტანდარტულ მაჩვენებლებთან   ე.წ. ცენტილური ცხრილების მეშვეობით.   თუ ბავშვის სიმაღლე ჩამორჩება სტანდარტულ  მაჩვენებელს ექიმები მას უწოდებენ ტანდაბლობას ,,short stature” და დინამიკაში განაგრძობენ ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასებას.   
ჩვეულებრივ ბაშვები უფრო სწრაფად იზრდებიან ცხოვრების პირველი 2 წლის განმავლობაში, შემდეგ  ზრდის ტემპი ნელდება  პუბერტატულ ასაკამდე.  პუბერტატული ასაკი -არის პერიოდი, როდესაც  ხდება ბავშვის სხეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები, ე.წ. გარდატეხის პერიოდი ან სქესობრივი მომწიფების პერიოდი. ამ პერიოდში ბავშვები იზრდებიან ძალინ სწრაფად .( ე.წ. ,,ნახტომისებური ზრდა’’)
იმ შემთხვევაში თუ ბავშვი დაბალია ანუ სიმაღლე ნაკლებია იმავე სქესის და  ასაკის ბავშვთა სიმაღლის სტანდარტულ მაჩვენებლებზე, ნიშნავს თუ არა ეს  სამედიცინო პრობლემას?  ალბათა არა. რადგან ბავშვთა უმრავლესობა რომელთა სიმაღლეც ნაკლებია ასაკობრივ ნორმაზე  ჯანმრთელია.  ეს ბავშვები არიან დაბლები, რადგან: 
მათი  ერთი, ან ორივე მშობელი  დაბალია. იმ შემთხვევაში თუ მშობლები  დაბლები არიან, სავარაუდოდ  ბავშვიც იქნება დაბალი.
ზოგიერთი ბავშვი იზრდება ნორმალურზე უფრო ნელა, რასაც ექიმები  ,,ზრდის შენელებას ან დაგვიანებას“  უწოდებენ, თუმცა ეს ბავშვები მოზრდილობისას აღწევენ ნორმალურ სიმაღლეს.

ზოგიერთ ბავშვს ტანდაბლობისას აქვს სამედიცინო პრობლემა. მიზეზებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს პათოლოგიური სიდაბლე მიეკუთვნება:
არასრულფასოვანი კვება და წონის მნიშვნელოვანი დეფიციტი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის,გულის,ფილტვის, თირკმლის ან სისხლისმიერი ქრონიკული პათოლოგია 
ზრდის ჰორმონის დეფიციტი. ეს ჰორმონი გამომუშავდება ადამიანის ტვინის მიერ და ხელს უწყობს  ბავშვის ზრდას.
ზოგიერთი გენური პათოლოგია.
საჭიროა თუ არა კვლევები ტანდაბლობის  დროს?  ზოგიერთ შეთხვევაში -დიახ. ექიმი ტანდაბლობის მიზეზის დასადგენად გამოიკითხავს დანარჩენი ოჯახის წევრების სიმაღლეს და შესაძლოა გააკეთოს კვლევები: 
სისხლის ანალიზი- სხვადასხვა მდგომარეობის, მათ შორის ზრდის ჰორმონის დეფიციტის გამოსავლენად
ხელის მტევნისა და მაჯის რენტგენოგრაფია ძვლოვანი ასაკის დასადგენად, რაც სიმაღლეში ზრდის პროგნოზს განსაღვრავს. 

საჭიროა თუ არა ტანდაბლობის დროს მკურნალობა?  ეს დამოკიდებულია მიზეზზე. თუ ტანდაბლობის მიზეზი სამედიცინო პრობლემაა აუცილებელია ჩარევა.
ზრდის ჰორმონის დეფიციტის დროს პაციენტებს ეძლევთ  ჰორმონი მრავალი წლის განმავლობაში და მუდმივად საჭიროებენ სამედიცინო კონტროლს. 

შესაძლებელია თუ არა ზრდის ჰორმონით მკურნალობა ტანდაბლობისას, თუ არა არის ამ ჰორმონის დეფიციტი? რა თქმა უნდა არა, რადგან :
ზრდის ჰორმონი ყოველთვის არ იწვევს სიმაღლეში ზრდას. ეფექტური ჰორმონითერაპიის დროსაც სიმაღლეში ზრდა  მხოლოს 4-6 სმ-ია. დაბალი ბავშვი ვერ გახდება მაღალი ზრდის ჰორმონის გამოყენებით.
მკურნალობა ძალიან ძვირადღირებული და არ არის ადვილი.
ტანდაბლობა უხშირესად ბავშვებისთვის არ აღიქმება პრობლემად და არ უშლით ხელს ბედნიერ, ხალისიან  განწყობაში.  
როგორ შეიძლება დაეხმაროთ ბავშვებს ტანდაბლობისას?
მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვი იღებდეს საკმარისი ოდენობით  და ჯანსაღ საკვებს.  მიიღეთ რეკომენდაციები ექიმისგან ჯანსაღი და სასარგებლო საკვების შესახებ. 
დაეხმარეთ ბავშვს კარგი თვითშეფასებისა და თვითშეგრძნების ჩამოყალიბებაში. გაამახვილეთ ყურადღება მის ძლიერ მხარეებზე და ნუ მოახდენთ აქცენტირებას მის სიმაღლეზე.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close