ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: პასური მწეველები

რას ნიშნავს პასიური მწეველი?–პასიურ მწეველს ანუ მეორად  მწეველს წარმოადგენენ  იმ პირები რომლებიც  სუნთქავენ სხვების მიერ გამოყოფილ თამბაქოს კვამლს. 
იწვევს თუ არა პასიური მწეველობა ბავშვებში ჯანმრთელობის პრობლემებს?–დიახ. კვლევებით დადგენილია რომ პრობლემები ექმნებათ იმ ბავშვებს რომელთა ერთი მშობელი ეწევა სახლში. ეს პრობლემები უფრო რთულდება თუ ორივე მშობელი მწეველია.
რა პრობლემებს უქმნის პასიური მწეველობა ბავშვებს?
აღინიშნება სუნთქვის პრობლემები, მშრალი ან ნახველიანი ხველა, ხმაურიანი სუნთქვა(ვიზინგი);
ფილტვის ინფექციური დაავადებები (ბრონქიტი, პნევმონია), რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჩვილებში და ბავშვებში.
ასთმა ( რომელიც ვლინდება ხველით, ხმაურიანი სუნთქვით, სუნთქვის გაძნელებით, გულმკერდში მოჭერის შეგრძნებით) 
მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს სმენის დაქვეითება
პასიური მწეველები  წარმოადგენენ შემდეგი დაავადების განვითარების რისკ ჯგუფს:
ასთმა;
ფილტვის კიბო;
სხვა სიმსივნური დაავადებები;
გულის დაავადებები.
გარდა ამისა , ბავშვები რომელთა მშობლები ეწევიან, უმეტეს შემთხვევაში თავადაც ხდებიან მწეველები.
როგორ მოვიქცე თუ ჩემს შვილს აქვს ასთმა?–თუ თქვენ შვილს აქვს ასთმა, პასიურმა მწეველობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი სიმპტომების გამწვავება და დამძიმება. ასთმიანი ბავშვები პასიური მწეველობის შემთხვევაში საჭიროებენ დროულ მედიკამენტოზურ მკურნალობას ან კლინიკაში მოთავსებას.
უქმნის თუ არა პრობლემებს პასიური მწეველობა მუცლად მყოფ ბავშვს?–დიახ , თუ ორსული ქალი  წარმოადგენს პასურ მწეველს, მაღალია რისკი დაიბადოს ბავში წონის დეფიციტით.
რა პრობლემები ვლინდება მწეველ ორსულებში?– ამ შემთხვევაში მაღალია რისკი სპონტანური აბორტის (როდესაც ორსულობა წყდება ვადაზე ადრე).
მწეველი ორსულის ახალშობილები:
შეიძლება დაიბადონ ვადაზე ადრე;
ფერხდება ნაყოფიდ  საშვილოსნოსშიდა განვითარება;
შეიძლება დაიბადონ სასუნთქი გზების დეფექტით;
დაიღუპონ ‘’უეცარი სიკვდილის სინდრომით’’–როდესაც ბავშვი ძილში იღუპება უცნობი მიზეზით.
საკმარისი იქნება თუ არა ჩემს სახლში ცალკე ოთახი გამოვყო მწეველთათვის?–არა. თუ შენ გსურს შენი შვილი ჯანმრთელი იყოს საერთოდ არ უნდა მოწიოთ არც სახლში და არც მანქანაში. სახლში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ მოწევა, როდესაც ბავშვი არ იქნება, ხოლო შემდეგ უნდა გაანიავოთ.
როგორ დავანებო თავი მოწევას?–თუ თქვენ გსურთ თამბაქოზე თავის დანებება, თქვენ უნდა გაიაროთ შემდეგი საფეხურები “START” –ის პროგრამით:
S =აღნიშნეთ სიგარეტზე თავის დანებების  თარიღი 
T = მოუყევით თვენს გარშემომყოფებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს რომ თქვენ თავს ანებებთ მოწევას;
A =მოწევაზე თავის დანებების პროცესში მოგიწევთ სირთულეებთან გამკლავება; 
R = მოიცილეთ სიგარეტი და თამბაქო სახლიდან, მანქანიდან, სამსახურიდან.
 T = მიმართეთ თქვენს ექიმს დასახმარებლად;
თქვენს ექიმს შეუძლია გაგიწიოთ რეკომენდაცია:
კონსულტანტთან, რომელიც მოგიგვარებთ, მოწევასთან თავის დანებების პროცესში შექმნილ პრობლემებს;
დაგინიშნავთ წამალს, რომელიც დაგეხმარებათ სიგარეტზე თავის დანებებაში, და მოგიხსნით ამ პერიოდში გაჩენილ დისკომფორტს.



This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close