ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: პერფორირებული დაფის აპკი

                                                  
      რა არის პერფორირებული დაფის აპკი? პერფორირებული დაფის აპკი ეს არის ხვრელის ან ნახვრეტის არსებობა დაფის აპკზე.  დაფის აპკი ეს არის თხელი ქსოვილი გარეთა სასმენ მილსა და შუა ყურს შორის. 
      დაფის აპკის პერფორაციის ყველაზე ხშირი მიზეზებია:
ყურის ინფექციები – ამ დროს  ხდება სითხის დაგროვება და ზეწოლა დაფის აპკზე.
წნევის ცვალებადობა ანუ ბაროტრავმა – ეს ხდება ყვინთვის დროს, წყალში ძალიან ღრმად ჩასვლისას.
დაფის აპკის მექანიკური დაზიანება ყურის ჩხირის ან რაიმე სხვა საგნის გამოყენებით.
      რა არის პერფორირებული დაფის აპკის სიმპტომები:  ზოგჯერ მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ყველაზე ხშირად გვხვდება: 
ძლიერი ყურის ტკივილი
ყურის ტკივილი, რომელიც მოულოდნელად გაივლის
გამჭვირვალე, მღვრიე ან სისხლიანი გამონადენი ყურიდან
ხმაური ყურში
სმენის დაქვეითება ან სრული დაკარგვა
      მჭირდება თუ არა გამოკვლევების ჩატარება? დიახ, თქვენი ექიმი გეტყვით როდის არის გამოკვლევების ჩატარების საჭიროება თქვენი სიმპტომების მიხედვით. ასევე ექიმი დაგინიშნავთ კვლევებს სმენის შესამოწმებლად.
     როგორ ხდება პერფორირებული დაფის აპკის მკურნალობა?  – თუ დაფის აპკის პერფორაციის მიზეზი არის ინფექცია, აუცილებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობა. ანტიბიოტიკების მიღება შესაძლებელია როგორც ტაბლეტების, ასევე მცირე ასაკის ბავშვებში სუსპენზიის ფორმითაც. თქვენმა ექიმმა ასევე  შეიძლება დაგინიშნოთ ანტიბიოტიკის შემცველი ყურის წვეთებიც, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის გავრცელება. 
    თუ პერფორაციის მიზეზი არის დაფის აპკის მექანიკური ტრავმა, მაშინ საჭიროა მხოლოდ ანტიბიოტიკის შემცველი ყურის წვეთების გამოყენება. 
   ხშირ შემთხვევაში პერფორირებული დაფის აპკი შეხორცხდება თავისით. თქვენ უნდა მიაკითხოთ ექიმს პირველი ვიზიტიდან 2 კვირის შემდეგ და ექიმი შეამოწმებს თუ მოხდა მისი მთლიანობის აღდგენა. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ საჭიროა ყელყურცხვირის სპეციალისტთან ვიზიტი, რათა მან მოახდინოს ქირურგიული ჩარევა თქვენს დაფის აპკზე და მისი მთლიანობის აღდგენა.
   შემიძლია თუ არა გავაკეთო რაიმე დამოუკიდებლად, რომ ვიგრძნო თავი უკეთ? – დიახ, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, მაგალითად აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ან იბუპროფენი (ადვილი, მოტრინი, ნუროფენი).
  შესაძლოა თუ არა თავიდან ავიცილოთ დაფის აპკის პერფორაცია?  – თქვენ შეამცირებთ დაფის აპკის პერფორაციის განვითარების რისკს, თუ არ გამოიყენებთ ყურის ჩხირებს ან სხვა საგნებს ყურის მილში.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close