ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ყურის ინფექცია (ოტიტი)

                                               
რა არის ყურის ინფექცია? - ეს არის ინფეცია, რომელიც ვლინდება   ყურის ტკივილით,  ცხელებით და  სმენის  დაქვეითებით.  ყურს  ინფექციების საერთო რიცხვი მოდის  ბავშვთა  ასაკზე. ოტიტი  უპირატესად ვლინდება ზედა სასუნთქი გზების ვირუსით  დაინფიცირების  შემდეგ. ამდროს  შესაძლებელია  მოხდეს  სითხის  დაგროვება  შუა ყურში, დაფის  აპკის უკან. სინთხე აწვება  რა დაფის  აპკს,  იწვევს  მის  გამობერილობას და დაავადების სიმპტომებს.
ზოგიერთ ბავშვში სითხე შეიძლება დარჩეს კვირის ან  თვის  განმავლობაში, რაც  იწვევს ყურის  ტკივილს და სმენის დაქვეითებას.  სმენის დაქვეითება ზომიერი და  დროებითია, მაგრამ  თუ  იგი დიდიხნის მანძილზე გაგრძელდა შეიძლება გამოიწიოს მეტყველების პრობლემებიც, განსაკუთებით რისკის  ჯგფუფის ბავშვებში.  
რა სიმპტომებია ყურის  ინფექციის  დროს?- ახალშობილებში და მოზრდილ  ბავშვებში ვლინდება  შემდეგი  სიმპტომები:
ცხელება
ოტალგია (ყურის ტკივილი)
ოტორეა (გამონადენი ყურიდან)
უმადობა
ადინამია ან ზედმეტად ჭირვეულობა
დიარეა, ღებინება
                     
ზემოთ აღნიშნული სიმპტომებიდან გამომდინარე თუ ფიქრობთ, რომ თქვენს  ბავშვს აქვს ოტიტი მიმართეთ ექიმს. უთხარით სიმპტომები,  იგი  მოახდენს  ყურის  დათვალირებას, რის  საფუძველზეც მოხდება  დიაგნოზის დასმა.
თქვენ შეგიძლიათ  მისცეთ ბავშვს აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი)  ან იბუპროფენი, რომელიც შეამცირებს ტკივილს. არ მისცეთ 18 წლამდე ასპირინი, მან  შეიძლება გამოიწვიოს  რეის სინდრომი. 
როგორ  ხდება  ყურის  იფექციის  მკურნალობა?
ოტიტის  დროს  ნაჩვენებია  ანტიბიოტიკებით  მკურნალობა, მაგრამ ეს არ ხდება  სწრაფად და პირდაპირ, რადგან ოტიტი შეიძლება იყოს ვირუსული გენეზის და არა ბაქტერიული. ვირუსზე კი ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. ანტიბიოტიკის დანიშვნისას ყურადღება მახვილდება ბავშვის ასაკსა და დაავადების სიმძიმეზე, კერძოდ: თუ თქენი ბავშის მდგომარეობა არ არის მძიმე, ზოგადად ბავშვი ჯანმრთელია, ტკივილი და ცხელება  მსუბუქია, ბავშვის ასაკი მეტია 2 წელზე, ანტიბიოტიკის დანიშვნა რუტინულად არ ხდება. 

                                                   

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close