ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ფებრილური გულყრა

   რა არის ფებრილური გულყრა (კრუნჩხვა)? - ფებრილური გულყრა თავის ტვინში ცხელების ფონზე აღმოცენებული პათოლოგიური ელექტრული აქტივობის შედეგია,  რომელსაც ახასიათებს  გონების კარგვა, უცნაური ქცევა და მოძრაობები. (მაგ. მზერის ფიქსაცია, კიდურების დაჭიმვა, ან ტრემორი). ფებრილური გულყრა ვითარდება უპირატესად  6 თვიდან  6 წლამდე  ასაკის ბავშვებში.
      როგორ გამოვავლინოთ ცხელება? - ამისათვის ბავშვს უნდა გაუზომოთ ტემპერატურა. ყველაზე ზუსტია ტემპერატურის განსაზღვრა  რექტალურად   (უკანა ტანიდან).  თუ რექტალური ტემპერატურა მაღალია 38 ° C-ზე ( 100.4 ° F)- ეს ცხელებაა.
       რა სიმპტომები ახასიათებს ფებრილურ გულყრას? -  ფებრილური გულყრის დროს ბავშვი კარგავს გონებას, აქვს კიდურებისა და/ან სახის კუნთების უნებლიე, კრუნჩხვითი მოძრაობები. უმეტესად  ფებრილური გულყრა გრძელდება  1 ან 2 წუთი. გულყრის შემდგომ  ბავშვი არის  შეშინებული, მოთენთილი, შეიძლება ჩაეძინოს.
      იშვიათად ფებრილური გულყრა  შეიძლება გაგრძელდეს 15 წთ და მეტი. ხანგრძლივი კრუნჩხვის შემდეგ ბავშვის შეიძლება ქონდეს კიდურების გარდამავალი სისუსტე. 
როგორ უნდა მოვიქცეთ ფებრილური გულყრის  დროს? -
დააწვინეთ ბავშვი გვერდულად.
არაფერი არ მოათავსოთ ბავშვის პირში და არ ეცადოთ შეაჩეროთ კრუნჩხვითი მოძრაობები.
თვალყური ადევნეთ  რამდენ ხანს გრძელდება კრუნჩხვა - თუგულყრა  გრძელდება  5 წუთზე მეტად, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
       საჭიროებს თუ არა ბავშვი ექიმის კონსულტაციას ფებრილური გულყრის დროს? დიახ,  მიმართეთ  ექიმს რაც შეიძლება სწრაფად , რათა გაირკვეს, ხომ არ არის  ცხელების მიზეზი , რომელიმე  სერიოზული ინფექცია.  ამისათვის, შეიძლება თქვენს შვილს  დასჭირდეს დამატებითი  კვლევები.
         როგორ ხდება ფებრილური გულყრის  მკურნალობა? - ფებრილური გულყრა, რომელიც  სწრაფად კუპირდება  არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას. თუ გულყრა გაგრძელდა 15 წუთზე მეტად, ექიმი იყენებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტს, მისი კუპირების  მიზნით. 
   ფებრილური გულყრისას გამოიყენება : 
სიცხის დამწევი პრეპარატები
ანტიბაქტერიული საშუალებები, თუ  ცხელება პროვოცირებულია ბაქტერიული ინფექციით.
             შეიძლება  თუ არა ბავშვს ჰქონდეს ფებრილური გულყრის რამოდენიმე ეპიზოდი?   შესაძლებელია.თუ  ბავშვს ერთხელ ჰქონდა  ფებრილური გულყრა, არსებობს გულყრის  კვლავ განმეორების ალბათობა. მიმართეთ ექიმს, რათა გაეცნოთ ცხელების მართვისა და გულყრის პრევენციის  მეთოდებს  სამომავლოდ. 
          
იწვევს თუ არა ფებრილური გულყრა ტვინის დაზიანებას? - არა.  ფებრილური გულყრა  არ აზიანებს თავის ტვინს. ფებრილური გულყრის ეპიზოდი არ ნიშნავს, რომ ბავშვს მთელი ცხოვრების მანძილზე ექნება ცხელებისას გულყრის  განვითარების რისკი.  როგორც წესი, ასეთ  პაციენტთა უმრავლესობას  6 წლის ასაკის შემდგომ ცხელებისას გულყრა აღარ უვითარდებათ. 




 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close