ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: D ვიტამინის დეფიციტი


რატომ  არის  ვიტამინი D  საჭირო  ჩვილებსა  და  ბავშვებისათვის?
ბავშვებს  და  ჩვილებს  სჭირდებათ ვიტამინი-D  ნორმალური ზრდისა და ჯამრთელი ძვლების  განვითარებისათვის.
რა ხდება როდესაც  ბავშვები  ვერ  იღებენ D ვიტამინს საჭირო  რაოდენობით?
 ასეთ შემთხვევაში  შიძლება  განვითარდეს მდგომარეობა სახელად: რაქიტი.  რაქიტის  დროს  ძვლები  ხდება სუსტი და მყიფე,  შესაძლებელია  ამ  დროს  მოხდეს ქვედა კიდურების წვივის  ძვლების  დეფორმაცია   O -სებურად.
არის თუ  არა ჩემი  ბავშვი  D-ვიტამინის ნაკლებობის განვითარების რისკის ქვეშ?
 შესაძლოა, თუ  თქვენი ბავშვი  მხოლოდ  ბუნებრივ   ან შრეულ  კვებაზეა (ძუძუთი  კვება+დამატებითი ადაპტირებული ნარევი),  ჭირდებათ დამატებით D ვიტამინის მიღება. დედის რძე შეიცავს ძირითად  საჭირო  ნივთიერებებს, მაგრამ D ვიტამინი მასში  საკმარისი  რაოდენობით  არ  არის.
რისკის ჯგუფის  ჩვილებსა და  ბავშვებს მიეკუთვნებიან :
1.მუქი კანის  მქონე ბავშვები
2.ბავშვები, რომლებიც  არ  იღებენ რძის საკმარის  რაოდენობას  ან D ვიტამინით მდიდარ საკვებს.
3 იღებენ განსაზღვრულ მედიკამენტებს.
4. დღენაკლი ახალშობილები.
5.მდგომარეობები,რომლის  დროსაც  ვერ  ხერხდება D ვიტამინის  მიღება. მაგალითად: ცისტური ფიბროზი ან ცელიაკია.
6.ბავშვები ,რომლებიც  უმეტეს  დროს  ატარებენ  დახურულ  შენობაში ან ცხოვრობენ ნაკლებად მზიან ადგილას.
როგორ დავრწმუნდე ჩემი შვილი საკმარისი რაოდენობით  იღებს  D ვიტამინს  თუ არა?
დამატებითი D ვიტამინის მიღება საუკეთესო  გზა  არის  იმისთვის, რომ თქვენ შვილს ქონდეს ჯამრთელი  ძვალ-სახსროვანი  სისტემა. დამატებითი სახით არსებობს D ვიტამინის აბები,  კაფსულები და  სითხე.
რა დოზით ჭირდება  ჩემს  ბავშვს დამატებითი D ვიტამინის  მიღება?
ექსპერტების  რეკომენდაციით  ყველა  ბავშს  დაბადებიდან  რამდენიმე დღეში სჭირდება 400-600 სერ  D ვიტამინის დამატება.  რაც  შეეხება მის  მიღებასა და  ხანგრძლივობაზე გაესაუბრეთ  თქვენი  ბავშვის  პედიატრს, რადგან ეს  ყველაფერი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. არ  უნდა  მოხდეს D ვიტამინის დოზის გადაჭარბება, რადგან ამან ასევე  შეიძლება  გამოიწვიოს სხვა  გვერდითი  მოვლენები.
არსებობს  თუ  არა D ვიტამინის  დეფიციტის განმსაზღვრელი  ტესტი?
დიახ  თქვენს  ექიმს შეუძლია განსაზღვროს D ვიტამინი  სისხლის  ანალიზის საშუალებით.
შეუძლია   თუ  არა ბავშვს D ვიტამინი მიიღოს  საკვებისა  და  სასმელისგან?
დიახ, შეუძლია მიიღოს საკვებისა  და სასმლისაგან ,  რომელიც  დიდი  რაოდენობით  შეიცავს D ვიტამინს.  ასეთ  საკვებს წარმოადგენს: ადაპტირებული რძე, ფორთოხლის წვენი  ან იოგურტი, რომელსაც  დამატებული  აქვს D ვიტამინი. ორაგული, სკუმბრია, ხორბლეული, თევზის  ქონი.
თქვენს  ბავშვს D ვიტამინი ასევე შეუძლია მიიღოს მზისგან, სხეული  გამოიყენებს  ტანზე  მოხვედრიმ  მზის  სხივს D ვიტამინის გარდასაქმნელად.
მიიღეთ  რეკომენდაცია  თქვენი  ექიმისაგან, როდის  და  როგორ  მიიღოთ მზის სხივები, ასევე  გაითვალისწინეთ,რომ დროის  გარკვეულ  მონაკვეთში ბავშვს  უნდა  ახმაროთ მზის ულტრაისფერი  სხივებისაგან  დამცავი ლოსიონი.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close