ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: რა არის საზარდულის თიაქარი?

 საზარდულის თიაქარი არის ,,ტომრის მაგვარი გამობერილობა“ (თიაქრის პარკი)  ბარძაყის  სხეულთან(ტორსთან) შეერთების არეში. ბიჭებში თიაქრის პარკი  შესაძლოა ჩადიოდეს  სკროტუმში (სათესლე პარკში) სადაც მდებარეობს სათესლე ჯირკვლები;  ხოლო გოგონებში -  გარეთა სასირცხო ბაგეების არეში. 
ნორმაში მუცლის ღრუს  ორგანოები დაფიქსირებულია მუცლის წინა კედლის კუნთოვანი ქსოვილთ. საზარდულის თიაქრი ვითარდება მაშინ , როდესაც მუცლის ღრუს  კუნთოვანი კედლის დეფექტიდან  გამოდის ნაწლავი ან რომელიმე სხვა ორგანოს ნაწილი. საზარდულის თიაქარი ხშირია ბავშვებში, რადგან მათ აქვთ ბუნებრივად  ხვრელი კუნთოვან ქსოვილში, რომელიც ჩვეულებრივ   იხურება დაბადებიდან  მცირე დროში. იმ შემთხვევაში, თუ ხვრელი დროულად არ დაიხურა,  ან ახალშობილი არის დღენაკლი, შესაძლოა განვითარდეს საზარდულის თიაქარი.
საზარდულის თიაქარი საშიშია მაშინ, როდესაც ჩამოსული ნაწლავის  მუცლის ღრუში  ჩასწორება არ ხდება. ასეთ მდგომარეობას ექიმები უწოდებენ „ ჩაჭედილ თიაქარს“. ასეთ შემთხვევაში ნაწლავს ვერ მიეწოდება სისხლის სათანადო ნაკადი, რის გამოც ხდება მისი შესიება და დაზიანება.
რა სიმპტომებია საზარდულის თიაქრისათვის დამახასიათებელი? მას ახასიათებს გამობერილობის არსებობა საზარდულის არეში , რომელიც პერიოდულად უბრუნდება ნორმას.  
გამობერილობა ჩნდება უმეტესად ბავშვის ტირილის დროს და უკუვითარდება სიმშვიდის პერიოდში.  ბავში შესაძლოა იყოს მოუსვენარი და საკვებს იღებდეს ცუდად.
ჩაჭედილი თიაქრის შემთხვეაში გამობერილობა არის მყარი, არ უკუვითარდება და აქვს შემდეგი სიმპტომები: 
ტკივილი
ღებინება
მუცლის შებერვა
,,გამობერილობა“  იცვლის ფერს , ხდება წითელი ან ლურჯი
საჭიროა თუ არა ექიმთან ვიზიტი საეჭვო საზარდულის თიაქრის შემთხვევაში ? - დიახ, როდესაც ბავშვს აღენიშება გამობერილობა საზარდულის არეში , რომელიც პერიოდულად უბრუნდება ნორმას , თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან სწორად დაიგეგმოს მკურნალობის ტაქტიკა.  იმ შემთხვევაში, როდესაც გამობერილობა არ უბრუნდება ნორმას, დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ეს არის გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებელ ქირურგიულ ჩარევას. 
ჭირდება თუ არა ბავშვს გამოკვლევები საზარდულის თიაქრის დროს?- ეს დამოკიდებულია ბავშვის სქესზე. თუ ბავშვი ბიჭია, უმეტეს შემთხვევაში კვლევები არ არის საჭირო; ექიმს შეუძლია დიაგნოზის დასმა ობიექტური გასინჯვის შემდეგ. ზოგჯერ ტარდება  ულტრასონოგრაფიული კვლევა, რათა გამოირიცხოს ,,გამობერილობის“  ( შესიების) სხვა მიზეზი. გოგონებში ყოველთვის კეთდება ულტრასონოგაფიული კვლევა, საკვერცხის ჩაჭედვის გამორიცხვის მიზნით.
საზარდულის თიაქრის მკურნალობა ოპერაციულია.  არსებობს ქირურგიული  ჩარევის 2 მეთოდი:
1) ოპერაცია ღია წესით- ამ დროს ქირურგი აკეთებს მცირე განაკვეთს,  თიაქრის მახლობლად და ფრთხილად აბრუნებს ორგანოებს მუცლის ღრუში. შემდეგ კერავს კუნთოვანი ქსოვილის დეფექტს.
2) ოპერაცია ლაპარასკოპიული წესით (ე.წ. დახურული ოპერაცია)- ქირურგი აკეთებს პირველ ვარიანტთან შედარებით მცირე განაკვეთებს, ათავსებს მცირე იარაღებს მუცლის ღღუში, რომელთაგანაც ერთ-ერთი  კამერით აღჭურვილი ლაპარასკოპია, რომლის მეშვეობითაც ხდება ოპერაციის მიმდინარეობის ვიზუალიზაცია სპეციალურ  ეკრანზე.  ქირურგი ახდენს ეკრანზე მონიტორინგის  საშუალებით მუცლის ღრუს კუნთოვანი საფარველის გამაგრებას.
 საზარდულის  თიაქრის  ჩაიჭედვისას, პირველ რიგში ქირურგები  ცდილობენ  სიფრთხილით ჩაასწორონ თიაქარი  და  პაციენტს რამოდენიმე დღეში იბარებენ გეგმიურად საოპერაციოდ.  თუ ჩაჭედილი თიაქრის ჩასწორება ვერ მოხერხდა არაოპერაციული გზით , ტარდება ქირურგიული ჩარევა  სასწრაფო-გადაუდებელი ჩვენებით. 

საზარდულის თიაქარი     3- ბრიგადა    თ. ავალიშვილი    ს. ფარულავა

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close