ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: რა არის მეკელის დივერტიკული?

 მეკელის დივერტიკული არის წვრილი ნაწლავის კედელზე არსებული პატარა  ჩანთა (გამობერილობა). შეიძლება იყოს თანდაყოლილი და ბავშვი დაიბადოს ამ მდგომარეობაში. ეს გამობერილობა (ჩანთა) არის საჭმლის მომნელებელი სისტემის ქსოვილის ნაწილი, რომელიც ვითრდება მუცლადყოფნის პერიოდში (დედის საშვილოსნოში). უმეტესობაში ეს ქსოვილი გადაგვარდება დაბადებამდე, მაგრამ მცირე ნაწილში გვხვდება დაბადების შემდეგ.
რა სიმპტომები ახასიასიათებს მეკელის დივერტილულს? ბევრ ადამიანს შეიძლება ქონდეს მეკელის დივერტიკული, მაგრამ არასდროს გამოუვლინდეთ სიმპტომები, ან გამოვლენილი სიმპტომები აღენიშნებათ ძირითადად 10 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს.
მეკელის დივერტიკულის სიმპტომები მოიცავს:
1)   განავლში სისხლი- შეიძლება იყოს შავი, წითელი ან წებოვანი
2)  მუცლის ტკივილი
3)   გაუვალობის ან აირთა მოძრაობის შეფერხება-ეს შეიძლება ნიშნავდეს ნაწლავთა ბლოკადას.
არსებობს მეკელის დივერტიკულის შემოწმების კვლევა?- დიახ. ექიმი ან ექთანი სინჯავს და ეცნობა ავადმყოფის სიმპტომებს, შემდეგ ნიშნავს კვლევას. ეს კვლევები შეიძლება მოიცავდეს:
1)სპეციფიკურ (სპეციალურ) კვლევას, რომელსაც ეწოდება  „ მეკელის სკანირება“ ამ კვლევის ჩატარებისთვის აუცილებელია მცირე რაოდენობით რადიოაქტიური მასალა, რომელიც თხელი ვიწრო მილის საშუალებით შეგვყავს ვენაში ( IV). რადიოაქტიური საშუალება ეხმარება ექიმებს დაინახოს ზოგიერთი სახის ქსოვილი, რომელიც გამისახება-ვიზუალიზდება კვლევაში. მას შეუძლია გვიჩვენოს მუცლის ქსოვილის ანომალია, რომელიც ხშირად მეკელის დივერტიკულია. „მეკელის სკანირებამდე“ 1-2 დღით ადრე, ექიმი აძლევს პაციენტს დასალევად წამალს., ეს წამალი ეხმარება მეკელის დივერტიკულის უკეთ დანახვას-ვიზუალიზაციას.
2)სხვა კვლევები, რომლებიც გვიჩვენებს ნაწლავების მდებარეობას- რომელშიც შედის „ულტრაბგერა“ ან  „კომპიუტერული ტომოგრაფია-კტ კვლევა“, ეს არის გამოსახულებითი კვლევები, რომელიც ქმნის სურათს სხეულის შიგნით. თუ თქვენ ან თქვენს შვილის აქვს მეკელის დივერტიკულის სიმპტომები, მაგრამ მეკელის სკანირებით არ ხდება ანომალიური ქსოვილის ჩვენება, უნდა გამოვიყენოთ სხვა კვლევები.
როგორია მეკელის დივერტიკულის მკურნალობა? თუ იგი იწვევს სიმპტომებს, ექიმები ქირურგებთან ერთად წყვეტენ მკურნალობის ტაქტიკას.
ზოგჯერ ექიმები შემთხვევით პოულობენ მეკელის დივერტიკულს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ქირურგიული ჩარევა ხდება მუცლის ღრუში სხვა პათოლოგიის, მდგომარეობის, ოპერაციის გამო. ასეტ შემთხვევაში თუ ქირურგები ნახულობენ მეკელის დივერტიკულს ბავშვებში, მათ ის გამოაქვთ გარეთ, რაც ხელს უწყობს მომავალში სიმპტომების ჩამოუყალიბებლობას. იმ შემთხვევაში თუ ექიმი მეკელის დივერტიკულს იპოვის მოზრდილ ან ზრდასრულ ადამიანში ისინი ხანდახან  არ კვეთენ მას, რადგან იგი არ იწვევს არავითარ სიმპტომებს.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close